ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა.
„22 ინფიცირების შემთხვევიდან ყველაზე მეტი ღრმაღელეში დაფიქსირდა. იქ დაფიქსირებულია 7 შემთხვევა. ინფიცირების შემთხვევებიდან რამდენიმე ძველი შემთხვევის კონტაქტია, დანარჩენი ახალი წყაროებია. არის შემთხვევები, როცა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრია დაინფიცირებული. ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ჯურუყვეთში, კოკათში, ნინოშვილში და ა.შ. ჯამში მოიყარა თავი 22-მა შემთხვევამ. ჯურუყვეთში ინფიცირება მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც კლასი დისტანციურ სწავლაზე გადავიდა“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
ჯამში ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 1985, გამოჯანმრთელებულია 1823, გარდაცვლილია 27. აქტიურია 135 შემთხვევა.