ლანჩხუთში, აკეთის თემის ერთ-ერთ სკოლაში 2 მასწავლებელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა „გურია ნიუსს“ განუცხადა, ინფიცირების წყარო სკოლა არ არის და ოჯახურ შემთხვევას უკავშირდება. ცნობისთვის, ინფიცირებული პედაგოგები ცოლ-ქმარი არიან.
რაც შეეხება სკოლაში არსებულ მდგომარეობას, სკოლაში სწავლის შეწყვეტის აუცილებლობის საკითხი არ დგას და დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ რამდენიმე კლასი გადავიდა.