გასული 24 საათის განმავლობაში ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 300 შემთხვევა. გარდაცვლილია 13 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1021 ადამიანი.
აქტიურია 266 შემთხვევაა.
ინფიცირებულებიდან ბინაზე 181 ადამიანი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 42, სტაციონარში კი 43 ადამიანი იმყოფება.
თვითიზოლაციაში 627 ადამიანია.