ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 30 ადამიანი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 1157 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 825 პაციენტი, გარდაცვლილია 10.