ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ვითარება ცხელ წერტილებად ქცეულ სოფლებში შედარებით დასტაბილურებულია.
ლანჩხუთში ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 128 შემთხვევა. ინფიცირებული ადამიანებიდან კლინიკაში 20 მკურნალობს, 2 საკარინტინე ზონაშია, დანარჩენები კი ბინაზე იმყოფებიან.