გასული 24 საათის განმავლობაში, ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია გურია ნიუსს ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა მიაწოდა.
ახლად დადასტურებული შემთხვევების შემდეგ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1403 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1302 ადამიანი, გარდაიცვალა _ 15.

































































