ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი 14 დეკემბრიდან ბათუმში მდებარე კლინიკაში იყო გადაყვანილი.
“ინფიცირებულები იყვნენ მისი ოჯახის წევრებიც. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და გუშინ გარდაიცვალა”, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ეს ლანჩხუთში კორონავირუსით გარდაცვალების მე-15 შემთხვევაა.