ლანჩხუთში უბედური შემთხვევა მოხდა _ მატარებელი დაეჯახა 60 წლის ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.