ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამოგადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.