ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული სამუშაოების გასახორციელებლად საჭირო ხარჯს კი ბიუჯეტი გაიღებს.
ცნობისთვის, ლანჩხუთში სადეზინფექციო სამუშაოების გასახორციელებლად პრეპარატი „მიკრობაკ ფორტე“ გამოიყენება და ერთ კვადრატულ მეტრზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარების ღირებულება 0,35 თეთრითაა განსაზღვრული. რაც შეეხება მისი მოქმედების ხანგრძლივობას, ეს დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული.






























































