ცოტა ხნის წინ, ხანძარი იყო ლანჩხუთში, კუპრეიშვილის ქუჩაზე, სადაც ზენაიშვილების კუთვნილი ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
„ყველა სახლში იყო, სახლს რომ ცეცხლი მოედო. საბედნიეროდ, ცოცხალი და უვნებლები გადაურჩნენ ხანძარს, მაგრამ თუ რამ ქონდათ, ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. ახალ გარემონტებული სახლი იყო, სიკვდილის ტოლფასია ამ ოჯახისთვის, რაც მოხდა. არაფერი ვიცით, რამ გამოიწვია ხანძარი“, – ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარისას დაზარალებულის მეზობელი.