გავრცელებული ინფორმაციით, გასულ უქმეებზე ლანჩხუთში „საქართველოს ბანკის“ ფილიალის ოფისიდან სწრაფი ჩარიცხის აპარატია გატანილი. როგორც ირკვევა, დაუდგენელმა პირებმა თანხის ჩასარიცხი აპარატი, რომელიც ბანკის შესასვლელში იდგა ეზოში გაიტანეს, გატეხეს და თანხა წაღეს.
შსს ინფორმაციით, ქურდობის შემთხვევა 26 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით და ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.