ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი, 55 წლის ტ.გ. მოსწავლეების ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა _ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც გვითხრეს, მძღოლს ბავშვები სკოლიდან სახლში მიჰყავდა, გზაში თავი შეუძლოდ იგრძო:
_ როგორც კი მიხვდა ცუდად იყო, მიკროავტობუსი იქვე, გზის პირას გააჩერა. გაჩერებიდან 2 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ გარდაიცვალა, _ გვითხრეს თვითმხილველებმა.
მათივე თქმით, ფაქტს მძღოლის შვილიც შეესწრო, რომელიც მესამე კლასის მოსწვალეა:
_ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ყველას ძალიან უყვარდა. შემთხვევის დროს, მიკროავტობუსში 15 ბავშვი იყო, რომლებიც დღესაც შოკში არიან. არ ვიცით, რა უგრძნო გულმა და როგორ მოახერხა ტრანსპორტის გაჩერება. ეს რომ ვერ მოესწრო, უფრო დიდი ტრაგედია მოხდებოდა, _ აღნიშნავენ ადგილობრივები.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.