ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საყანე ფართობები და დაზიანებული გზები.
როგორც “გურია ნიუსს” მუნიციპალიტეტის გამგეობაში უთხრეს ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ითვლიან და შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან:
_ შედარებით რთული მდგომარეობაა ლესაში, სუფსაში, აკეთში, აცანაში, სადაც ძლიერმა წვიმამ გზები ჩარეცხა, _ გვითხრეს გამგეობაში.