ქართული ფოლკლორის შესწავლის მიზნით. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურული სიმღერების შესწავლის მიზნით ავსტრიელი სტუმრები ლოტბარ ავთანდილ თურქიას ეწვივნენ.
როგორც ირკვევა, სტუმრებმა ქართული სიმღერა პირველად სრულიად შემთხვევით, ვენაში მოისმინეს და დაინტერესდნენ ქართული ფოლკლორის შესწავლით, ანსამბლ ,,ადილეის” წევრმა ლევან ბათიროვმა კი ისინი საქართველოში ჩამოიყვანა.
,,მათ ძალიან უყვართ ქართული ფოლკლორი და სიამოვნებით სწავლობენ ქართულ სიმღერებს,ასევე გაგვაცნეს მათი ტრადიციული ფოლკლორი, ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმები როგორც საქართველოში ასევე ვენაში”,- ამბობს ავთანდილ თურქია.