ლანჩხუთელ პატარებს, როგოც ამბობენ, შორეული ლაპლანდიიდან თოვლის ბაბუა ეწვია, რომელმაც ბინა ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმში დაიდო.
ლაპლანდიელი ბაბუა აქ 31 დეკემბრის ჩათვლით დარჩება და პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდება.
სანტა კლაუსთან სტუმრობისას ბავშვები მორთულ-მოკაზმულ ნაძვის ხეს, გირლანდებს, სანტას ფერად ტახტს და მხიარულად მოგუზგუზე ბუხარს ნახავენ.