საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4767 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4596 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0171-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6149 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.6003 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0146- ით გაუფასურდა.
ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.0092 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 2.9990 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0102-ით გაუფასურდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6598 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6671 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0073-ით გამყარდა.