გრძელდება ძიუდოს ტურნირი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან ჩვენი ვაჟთა ნაკრები, რასაც ისიც ცხადყოფს, რომ ხუთი შესაძლებლობიდან, სამმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.
დღეს ლაშა ბექაური (90კგ.) შეუტევს ოქროს. ნახევარფინალში მისი მეტოქე, რუსი, მიხაილ იგოლნიკოვი იქნება, რომელმაც 1/4 ფინალში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ხოლო მეორე ნახევარფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე განკი გერმანელ ტრიპელს დაეჭიდება. ამ უკანასკნელმა ურთულესი ბადე გაიარა და დღის აღმოჩენადაც მიიჩნევენ.
ფინალური ბლოკი 12:00-დან დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე დაიწყო ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8 ფინალური დაპირისპირება. მისი მეტოქე, გერმანელი, ალექსანდრ ზვერევია.
ავტორი: მამუკა მამალაძე