ლაშა ბექაური თბილისის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში, იპონით დაამარცხა. ბექაურმა ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
„გრანდ სლემზე“ ბექაურის გარდა, უმაღლესი სინჯის მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა დაისაკუთრეს.