მწერალი ლაშა ბუღაძე ფეისბუქზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ბოლო დროს განვითარებულ ამბებს ეხმაურება.
“ისტორიულ ფიგურებსა და მოქმედ პოლიტიკოსებს ცხადია ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ პარალელების დანახვა ადვილად შეგვიძლია მათზე დაკვირვებით, ვინც 1977 წელს ამართლებდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაჭერას (გაიხსენეთ “მწერალთა კავშირის” ცნობილი სტენოგრამა) და ვინც ახლა ამართლებს (ან გაამართლებს) ნიკა მელიას დაჭერას. პარალელები იმითაც თვალსაჩინოა, რომ მაშინაც საბჭოთა რუსეთთან დაპირისპირებულობის გამო იჭერდნენ და ახლაც მოსკოვიდან ჩამოსული კომუნისტი გავრილოვია აქტუალური… ანუ მოსკოვის მონობა ისევ აქტუალურია. შეიძლება ითქვას, “ქართული” ტრადიციაა. თუკი ახლა რამე დაასუსტებს ქართულ დემოკრატიასა და სახელმწიფოს, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერაა, მაგრამ განა სწორედ ამ ქვეყნის დასუსტების სიმბოლოდ არ დასვეს გავრილოვი 2019 წლოს 20 ივნისს? ეს პროცესი ხომ ისევ გრძელდება…“ – წერს ფეისბუქზე ლაშა ბუღაძე.