მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის) სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კგ დაძლია და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანის წარმომადგენელი გამოდიოდა ლაშა ტალახაძე აბსოლუტური გამარჯვებული გახდა.
ამ შეჯიბრზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა