გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ძალადობის ფაქტზე ბრიფინგი გამართეს.
„დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით. „ტვ პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები რობოკოპების და თუ დაინტერესდებიან ძალიან მარტივი დასადგენია თუ ვინ არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი – ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც არის წამება, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება,“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.