ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ლათინო ამერიკაში საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით გადავსების წინაშე დგას.
პანდემიით ამ დროისთვის მსოფლიოში 377 000 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებული კი 6.3 მილიონი ადამიანია.
მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 4 სადაც მძიმე ვითარებაა ლათინო ამერიკის რეგიონში მდებარეობს. ბრაზილია, ჩილე, პერუ და მექსიკა ის ქვეყნებია, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების რიცხვი იზრდება.