ლატვია 2023 წლისთვის რუსეთიდან გაზის იმპორტს კრძალავს.
ლატვიის სეიმის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეიმმა მხარი დაუჭირა ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და გაზის სტრატეგიული მარაგების უზრუნველყოფას, ასევე 2023 წლიდან რუსეთის ფედერაციიდან გაზის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
კანონი მოითხოვს გაზის ტრანსპორტიორი ოპერატორისგან უზრუნველყოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ამცირებს მიწოდების რისკებს და ასევე ავალდებულებს გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას.