ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს და რუსეთთან საზღვრის კონტროლს აძლიერებს.
“ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის. გაძლიერდა საზღვრის კონტროლი. იმ რუსების სავიზო ან სასაზღვრო შემოსვლა, ვინც რუსეთს მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებენ, არ განიხილება. ამ დროისთვის ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს,” – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.