“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დასავლეთის მიმართ ყოვლისმომცველი შემობრუნება შეცდომა იყო”,_ ამის შესახებ ria.ru-ს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაიშალა და რუსეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ახლა ეს უკვე აღიარებულია ყველას მხრიდან, მათ შორის, სახელმწიფო დონეზე“, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.