“ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს და ბრიუსელი მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად იქცა”,_ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარი დაბრკოლება გახდა. ისინი არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ სულ ახლახან ევროკავშირმა „სცადა გაეტარებინა გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული ვალუტის რეზერვების ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემის შესახებ“. „მაგრამ ეს არ გამოვიდა“, – განაცხადა ლავროვმა.































































