reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეკრიბა ევროპული ქვეყნების კოალიცია „რუსეთის საკითხის“ გადასაჭრელად ისევე, როგორც ადოლფ ჰიტლერმა ცდილობდა „საბოლოო გამოსავალს“ ევროპის ებრაელების აღმოსაფხვრელად.
„ისევე, როგორც ჰიტლერს სურდა ებრაული საკითხის „საბოლოო გადაწყვეტა“, ახლა, თუ დააკვირდებით დასავლელ პოლიტიკოსებს… ისინი აშკარად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს“.