ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკი twitter – ზე წერს, რომ რუსეთის ტერორისტი ხელმძღვანელობა ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს. მინისტრის ეს კომენტარი მოჰყვა ჩეხეთის პრეზიდენტის შესახებ ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის რეაქცია უკრაინის მიმართ ჩინეთის პოზიციაზე “შეუსაბამოა პოლიტიკურ ნორმებთან”.
იან ლიპავსკიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს კლოუნი უწოდა
“კლოუნი ლავროვის განცხადებები ჩვენი პრეზიდენტის მისამართით უბრალოდ სასაცილოა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს”, – დაწერა ლიპავსკიმ.
ავტორი