რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მისი თვითმფრინავისთვის, სამი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაკეტვას, წარმოუდგენელს უწოდებს.
მისი მტკიცებით, ევროკავშირმა და ნატოს ქვეყნებმა სერბეთს სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლება წაართვეს.
“რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა და მე მესმის თქვენი ინტერესი ჩვენი შეფასებით ამ აღმაშფოთებელი ქმედებების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოერთვა. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით.
გასულ 24 საათის განმავლობაში ბევრი კითხვა გაჩნდა “რეაქციაზე ნატო-ს ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ უპრეცედენტო გადაწყვეტილებებზე”, რამაც შეაფერხა სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი.”- თქვა ლავროვმა.
ავტორი