რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნა გამოიწვევს უშუალო შეტაკებას ალიანსის ძალებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის
“იმედი მაქვს, ისინი მიხვდებიან, რა არის სასწორზე. ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომლის არა მარტო თავიდან არიდება უნდოდა ყველას, არამედ ამბობდნენ, რომ არასდროს უნდა მოხდეს”,_ განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, ამ განცხადებით ლავროვი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ პოლონეთი სამიტზე, უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს.