“ქართველ ხალხს და ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ესმის ყველაფერი და აშენებენ სუვერენულ პოლიტიკას, რომ არ გახდნენ დასავლეთის ხელში პაიკი და წინ წავიდნენ”,_ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, თბილისი ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა,“ – აღნიშნა ლავროვმა.
კითხვაზე, როდის შეწყვეტს დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან „ფერადი რევოლუციების“ მოწყობას, ლავროვმა უპასუხა: „ეს კითხვა დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა დაუსვათ“.
„სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლების საშინაო საქმეებში, ჩარევა დიდი ხანია მათი საგარეო პოლიტიკის არსენალის ნაწილია“, – განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ “მრავალი წლის განმავლობაში ვაშინგტონი და მისი თანამგზავრები იყენებდნენ ამ ინსტრუმენტს გეოპოლიტიკური კონკურენტების შესაკავებლად და არასასურველის აღმოსაფხვრელად. იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიის, სირიის, უკრაინის მაგალითები ამას ადასტურებს“, – დასძინა მინისტრმა.


































































