პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე სამსახურს ტოვებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის ასახელებს გასული წლის მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას.
„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“, – აცხადებს გიორგი აბდალაძე.