გილოცავთ დღე სასწაულსб უფლის სასწაულს და წყალობას! მადლობა ლოცვისთვის მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის ლაზუს ოპერაცია დასასრულს უახლოვდება წარმატებით. ჩვენმა ბიჭმა ამ რთულს დღეებს გმირულად გაუძლო.
შემდეგი ასეთივე ოპერაცია 7 იანვარს შობას დაიგეგმა და შობის სასწაული მოხდება”, წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.
ინფორმაციისთვის, 2 დღის წინ, 5 და 2.7 წლის ძმები ქუჩაში პიტბულმა დაკბინა. უფროსი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში იმყოფება. პატარა ლაზარეს მდგომარეობა კი რთულია, ის ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს რეანიმობილით, შემდეგ თბილისში, იაშვილის კლინიკაში. ამ დილით კი, კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში”, სადაც ბავშვს თავზე კანს უნერგავენ და შემდეგ ისევ იაშვილის კლინიკაში დააბრუნებენ მკურნალობის გასაგრძელებლად. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 48 საათი, რომ დააკვირდნენ როგორ მიიღებს სხეული გადანერგილ კანს. როგორც ცნობილია, ოპერაცია 14 საათიანია.
ლაზარეს ოპერაციის თანხას, 40000 ლარს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.