ლეგენდარული ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცის ინფორმაციით, ქალბატონი ნონა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლებში.მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში.
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელს გახდა. არის ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს ‘ოქროს პაიკი’ მფლობელი.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო 1989 -1996 წლებში.
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალია.