ლეგენდარული ქართველი მორაგბე, ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ბესარიონ ლილუაშვილი ქართველ მორაგბეთა პირველი თაობის წარმომადგენელია. იგი კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ქუთაისის ,,აიაში”, ,,ლოკომოტივსა” და ,,ჩოხატაურში”.
ბესარიონ ლილუაშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1985) პრიზიორი. ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი. 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბესარიონ ლილუაშვილს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარებაში.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს ბესარიონ ლილუაშვილის ახლობლებსა და მეგობრებს.