წელს, რუჯის მიღების მცდელობისას ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმის შედეგად დამწვრობა ერთმა ქალმა მიიღო. ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ მეტი შემთხვევა არ იქნება. 30 წლის ქალი ჩვენს ცენტრში არ მკურნალობდა. შემთხვევა რეგიონში მოხდა. განსაკუთრებით ქვემოკიდურებზე იყო დამწვრობა“,_ განაცხადა ქაშიბაძემ და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით, ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ, პირდაპირ ქიმიურ დამწვრობას მიიღებენ. არც არის აუცილებელი მზეზე გასვლა. მთვარის სინათლეზეც კი ტრამვას მიიღებენ.