“პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია, ლეიბორისტული პარტია არასდროს შევა იმ პარლამენტში, რომელიც ხალხის ცოდვით, გაყალბებით, დანაშაულით არის არჩეული.“ – ამის შესახებ “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადავიდნენ ისევ ბოიკოტის რეჟიმში.
შალვა ნათელაშვილმა, ასევე განაცხადა, რომ შეცდომების გამოსწორება გვიანი არაა და პარლამენტში შესულ ოპოზიციას უკან გამოსვლა ისევ შეუძლია.
“პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია, ლეიბორისტული პარტია არასდროს შევა იმ პარლამენტში, რომელიც ხალხის ცოდვით, გაყალბებით, დანაშაულით არის არჩეული. შევდივარ ჩემი კოლეგების მდგომარეობაში, რომლებიც შევლენ პარლამენტში და დაიმსახურებენ ელისაშვილის ირონიულ გამოხედვას და მეგრელიშვილის ღადაობას, რათ გვინდა ეგეთი დეპუტატობა და ეგეთი სტატუსი, ამას არ ჯობია მოვკვდეთ და 2-3 ცრემლს დაგავწვეთებენ ზედ და ვიღაცას გული დასწყდება”, _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.