დღეს, საქართვლოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
თუ რა მდგომარეობაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, „გურია ნიუსი“ რესურსცენტრის უფროსს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა:
_ოზურგეთის 44 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. მეორე სემესტრი განვაახლეთ. გამონაკლისია ორი სკოლა. ერთი, ეს არის ურეკის საჯარო სკოლა, სადაც ჰიბრიდული სწავლებით მივდივართ, რადგან მოსწავლეები ალტერნატიულ ფართში არიან გადასული, ახალი სკოლის მშენებლობის გამო.
მეორე არის ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა , სადაც გუშინ, ერთ კორპუსში გვიან დაგვიზიანდა გათბობის სისტემა. ამის გამო პირველი სკოლის მეხუთე-მეთორმეტე კლასებში სწავლა დღეს ვერ განახლდება და შაბათის ხარჯზე აანაზღაურებენ. პირველ -მეოთხე კლასებში კი ჩვეულებრივად ვმუშაობთ, _თქვა მან.
ლელა იმედაშვილმა გამოთქვა იმედი და მზადყოფნა, რომ მეორე სემესტრი მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება სწავლა.
_აბსოლუტურად მორგებული ვიქნებით იმ კოვიდრეალობას, რაც იქნება ამ ეტაპისთვის და მეორე სემესტრის განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში, _ გვითხრა მან.
[sexy_author_bio]