“ოზურგეთის სინამდვილეში შედეგები ისეთი საამაყოა, ისეთი…. 360 სტუდენტია!
მათ შორის 49 სტუდენტი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
7 – 100%
10 – 70%
32 – 50%
გილოცავთ დიდი სიყვარულით!
ისინი ჩვენი უმაგრესი მასწავლებლების უმაგრესი მოსწავლეები, მათი მშობლების საამაყო შვილები არიან.
ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალი – ღირსეული თაობაა…
მუდმივად, ყოველ ამ დროს, მესმის პოლემიკა – ვისი ,,ბრალია“ ეს შედეგები – აბიტურიენტის, სკოლის, მასწავლებლის, რეპეტიტორის… და ღირს კი ამხელა წარმატების და აღიარების გადაფარვა მსგავსი მსჯელობებით? ერთი უდაოა – ბავშვები არიან გენიალურები და ასეთივე გენიალური პედაგოგები ასწავლიან და ამზადებენ მათ.
ეს ხომ ოზურგეთის სინამდვილეა – გყავდეს მასწავლებელი, რომელიც ასე ასწავლის და გყავდეს მოსწავლე, რომელიც ასე სწავლობს – ეს, სხვათუარაფერი, უბრალოდ საამაყოა! თავი ავწიოთ და მივულოცოთ ღირსეულებს!
ამასთან, არ დაგვავიწყდეს – ე.წ. ,,რეპეტიტორიც“ მასწავლებელია თანაც, ჩვენს სინამდვილეში, ამ ,,რეპეტიტორების“ 99,9 % სკოლის მასწავლებელია, რატომ სჭირდებათ ან სჭირდებათ თუ არა ე.წ. ,,რეპეტიტორები“ ბავშვებს – ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ამ მსჯელობას ცალკე გავხსნი, ახლა არა..
ახლა წარმატების აღიარების, მილოცვის, სიყვარულის მიგების დღეა…
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ”,_ აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში ოზურგეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა გამოაქვეყნა.
როგორც “გურია ნიუსს” ლელა იმედაშვილმა განუცხადა, 100%-იანი გრანტი მოიპოვეს ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლიდან საბა მახარაძემ, მეორე საჯარო სკოლიდან ანი ლეჟავამ და მარიამ გიორგაძემ, მეოთხე საჯარო სკოლიდან ანა ურუშაძემ, ლაითურის საჯარო სკოლიდან ლუკა გაზდელიანმა, შემოქმედის საჯარო სკოლიდან გიორგი ჩხატარაშვილმა და ბოხვაურის საჯარო სკოლიდან გიორგი ბეჟუაშვილმა.
ავტორი