წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ საქართველოში მომავალი დღეების განმავლობაში ამინდი გაუარესდება და მოსახლეობას საჭმლის მომარაგებისკენ მოუწოდებს.
„ვხედავ 3 დღეში როგორ გაიყინება მთელი საქართველო, გაიყინება თბილისის ზღვა და საშინლად აცივდება, დროა გამათბობლებს ბოლომდე აუწიოთ და საჭმელი მოიმარაგოთ.
ცივი ამინდები იქნება დასავლეთ საქართველოში სადაც დღისით -10 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, ხოლო ღამით -19 მდე აცივდება. დასავლეთ საქართველოში კი სრული გამყინვარება იქნება, დღისით -17 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, ხოლო ღამით -25მდე აცივდება. თბილისში გაუსაძლისი ამინდი შეიქმნება, დღისით -18 ხოლო ღამით -28 გრადუსი. მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხანი არ გაგრძელდება, მსოფლიო მთლიანად გაიყინება, მაგრამ საქართველო გადაურჩება ყველანაირ განსაცდელს“,_ წერს ლელა კაკულია.