„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – ასე ჰქვია ახალ პარტიას, რომელიც „ლელომ“ შექმნა.
7-წევრიანი ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა და „ლელოს“ წევრების გარდა მასში სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე გაერთიანდნენ.
„ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი ამ ფრაქციის მიერ“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.