დღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” ოზურგეთში ოფისი გახსნა.
,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას კახა სიორიძე უხელმძღვანელებს.