“ლელო ყველა პუნქტს პოლიტსაბჭოზე გაიტანს, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ“, – ამის შესახებ მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი მისაღებია.
მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა.
მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ არ უნდათ შეთანხმება. მათი საქციელი გასულია კრიტიკის ზონიდან.
“ლელო ყველა პუნქტს პოლიტსაბჭოზე გაიტანს, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი. ამ დოკუმენტის დასრულებით ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციით, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება.
„ქართული ოცნება“ ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას. ეს ნიშნავს, რომ არ უნდათ შეთანხება. მათი საქციელი გასულია კრიტიკის ზონიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად დააფიქსიროს საკუთარი მიდგომა და ხელმოწერა იმ ხუთ პუნქტზე, რომლის მიმართაც “ლელო” და ბევრი პარტია მზად არის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.