ტრადიციული ლელო, შარშანდელის მსგავსად წელსაც ზემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა.
16-კილოგრამიანი ბურთი ზემოშუხუთლებმა ხიდზე საკმაოდ ადვილად გადაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშის დაწყებამდე შუხუთლებმა 20-წლამდელთა მორაგბეების მიერ მოპოვებულ მსოფლიო თასს მიაგეს პატივი.