შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული “ლელობურთის” თამაშის შემდეგ შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. 45 წლამდე მამაკაცი შუხუთის მკვიდრი იყო.
როგორც ახლობლები ამბობენ, იგი ლელოს თამაშობდა, სახლში მისულს კი გული ცუდად გაუხდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მამაკაცი გარდაიცვალა.
“მედალფას” კლინიკასთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მობილიზებული იყო პოლიციაც.
ინფორმაციისთვის, “ლელოს” თამაშისას კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს დასჭირდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და კლინიკაში გადაყვანა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინაც დაიღუპა ლელოს მოთამაშე მამაკაცი.
ავტორი