ლელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება.
სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა “ლელომ” ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა.
გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდში.