“ლენინი ჯოჯოხეთში სხვა მწვალებლებთან ერთად. განსხვავებული კონტექსტი სუჯუნის (აბაშა) წმ. გიორგის ტაძრის ფრესკიდან, 90-იანი წლების მოხატულობა”,_ წერს სოციალურ ქსელში, სენაკის საკრებულოს წევრი, ედიშერ ბაღათურია და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
ფაქტს ტაძრის წინამძღვარი კომენტარებში ემხაურება.
კონსტატინე კაჭარავა შემდეგი შინაარსის განმარტებას აკეთებს: “რაც შეეხება ლენინის ფრესკას, მინდოდა დამეწერა და გამომექვეყნებინა ინტერნეტში , მერე გადავიფიქრე. ისეთ რელიგიაში გაუთვიცნობიერებელ ხალხს ვხედავ, აზრი არააქ რამის ახსნას, პირიქით აყვირდებოდნენ სამებაში სტალინის ხატი აქვთ მღვდლებს სამეგრელოში ,აბაშაში კი, ლენინის ფრესკაო. რაც შეეხება სუჯუნის ეს ფრესკა, ჯოჯოხეთის სცენაა აქ ლენინი მარტო არაა მისი სახით ყველა ეკლესიის მტერია ნაგულისხმები, ანუ ბოლშევიკები. ლენინის გარდა, ვხედავთ სხვადასხვა პერსონებს, მათ შორის სასულიერო პირებსაც, რომლებშიაც იგულისხმება ეკლესიაში ერესის ანუ განხეთქილების შემომტანი საულიერონი ვერცხლმოყვარენი, სქიზმატები ლენინის გარდა ყველა სხვა ზოგადი სახეებია და არა კონკრეტული პიროვნება. ძალიან შთამაგონებელი ფრესკაა ეს სუჯუნის ფრესკა, ბოლშევიკობა დამთავრდა ეხლა ნეობოლშევიზმი იწყება ამათთვის ალბათ ტარტაროზში ახალი სათავსოები გაიხსნება, არავის მოხვედრა არ მსურს იქ მაგრამ აქედანვე იმზადებენ ადგილებ კი ვხედავ”..