ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულს, პროლეტარიატის დიდი ბელადის ლენინის წაქცეული ძეგლი “ამშვენებს“.
ძეგლი ანასეულის ცენტრთან ახლოს გდია _ იგი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე წააქციეს და მას შემდეგ იქ „განისვენებს“.
ამ ეტაპზე უცნობია, როდემდე იქნება ანასეულში ლენინის წაქცეული ძეგლი და ვის ევალება მისი გატანა თუ ვინმე, მოსკოვის მსგავსად, ამ ადგილს მავზოლეუმად მოიაზრებს.
ფოტოს ავტორი თამუნა კუპრაძე