ლენტეხის მერიის ადმისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს,ამის შემდეგ კი სამუშაო ოთახში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შენობაში არავინ იმყოფებოდა.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
“გურია ნიუსმა” სცადა ლენტეხის მერთან, გია ონიანთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
შემთხვევის შესახებ კომენტარი არც მისმა მოადგილემ, მარად ლიპარტელიანმა გააკეთა.
მან გვითხრა, რომ სხვაგან იმყოფება და მომხდარის შესახებ არაფერი იცის.
“ვერ გეტყვით. გასული ვარ, სხვაგან ვარ და ვერ გიდასტურებთ, არ ვიცი”,_ გვითხრა ლიპარტელიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავტორი